24 ივლისი 2026,   03:30
ვრცლად
ირანმა ქუვეით-ერაყის საზღვრის მიმართულებით დრონები ისროლა - აცხადებს ქუვეითის თავდაცვის სამინისტრო

ქუვეითის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, დღეს ირანის ძალებმა ჩრდილოეთ ქუვეითზე არაერთი დრონით თავდასხმა განახორციელეს, რაც თეირანის მიერ აშშ-ს მოკავშირე სპარსეთის ყურის ქვეყნებზე თავდასხმების ესკალაციის ფონზე მოხდა.

დღეს, ერაყთან აბდალის სასაზღვრო გადასასვლელზე თავდასხმამ „მატერიალური ზიანი გამოიწვია“, განაცხადა სამინისტროს პრესსპიკერმა, გენერალ-მაიორმა საუდ აბდულაზიზ ალ-ატვანმა.

განცხადებაში დასძენს, რომ "არავინ დაშავებულა და დაღუპულა" - აცხადებს  სამინისტროს პრესსპიკერი და ხაზს უსვამს ქუვეითის შეიარაღებული ძალების მუდმივ მზადყოფნას ქვეყნის საზღვრების დასაცავად. 

სპარსეთის ყურის სხვა ქვეყნები, სადაც აშშ-ის სამხედრო ბაზებია განთავსებული, მათ შორის ბაჰრეინი, ბოლო დღეებში არაერთხელ გახდა ირანის სამიზნე - მას შემდეგ, რაც ვაშინგტონმა ირანზე თავდასხმა ჰორმუზის სრუტეში გემებზე თავდასხმების შემდეგ გაამწვავა.

დღის ამბები