14 ივლისი 2026,   11:36
ვრცლად
საჰაერო ნავიგაციის უსაფრთხოების ევროპული ორგანიზაცია "ევროკონტროლი": საქართველოში 12 ივლისს რეკორდული რაოდენობის აფრენა-დაფრენა განხორციელდა

საჰაერო ნავიგაციის უსაფრთხოების ევროპული ორგანიზაცია "ევროკონტროლის" კვლევის თანახმად, 12 ივლისს საქართველოში 289 აფრენა-დაფრენა განხორციელდა, რაც რეკორდული მაჩვენებელია.

წინა რეკორდი საქართველოში 2025 წლის 24 აგვისტოს დაფიქსირდა, როდესაც 277 აფრენა-დაფრენა განხორციელდა.

სამოქალაქო ავიაციაში აფრენა-დაფრენის ზრდა თვითმფრინავების მიერ შესრულებული რეისების რაოდენობის მატებას ნიშნავს, რაც პირდაპირ უკავშირდება საქართველოს მთავრობის სწორ და თანმიმდევრულ პოლიტიკას სამოქალაქო ავიაციის განვითარების კუთხით.

"ევროკონტროლის" ეს მონაცემი პირდაპირ მიუთითებს, რომ საქართველოში ფრენების ოდენობა ზრდადი დინამიკით ხასიათდება.

"ევროკონტროლმა", როგორც საქართველოს, ისე ზოგადად ევროპის სანავიგაციო სივრცეში შემავალი სახელმწიფოების შესახებ ინფორმაცია სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა. საავიაციო ანალიტიკური სამსახურის მიერ ჩატარებული კვლევის შედეგები ევროპაში ფრენების რაოდენობრივ და ხარისხობრივ მახასიათებლებს შეეხებოდა.

დღის ამბები