13 აგვისტო 2026,   23:35
ვრცლად
ბორჯომში "ქართული ოცნების" ახალგაზრდული ორგანიზაციის მორიგი კონფერენცია მიმდინარეობს

"ქართული ოცნების" ახალგაზრდული ორგანიზაცია რეგიონულ კონფერენციებს განაგრძობს. ამ წუთებში შეხვედრა ბორჯომში მიმდინარეობს. "ქართული ოცნების" ახალგაზრდა ლიდერები სამცხე-ჯავახეთის ახალგაზრდებს ხვდებიან. მიზანი ახალგაზრდებთან მეტი კომუნიკაცია და ქვეყნის განვითარების პროცესში მათი აქტიური ჩართულობაა.

რიგით მეოთხე შეხვედრას ესწრებიან "ქართული ოცნების" დეპუტატებიც. შეხვედრები ქვეყნის ათივე რეგიონში გაიმართება, დასკვნით ღონისძიებას კი თბილისი უმასპინძლებს.

 

დღის ამბები