13 აგვისტო 2026,   02:37
ვრცლად
გომის მთაზე ტურისტებით სავსე მიკროავტობუსი ხრამში გადავარდა

გომის მთაზე ტურისტებით სავსე მიკროავტობუსი ხრამში გადავარდა, შემთხვევის შედეგად 4 ადამიანი გარდაიცვალა, არიან დაშავებულებიც.

შემთხვევის ადგილზე სამაშველო ოპერაცია მიმდინარეობს.

როგორც "რუსთავი 2-ს" შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, გამოძიება 276-ე მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის ან ექსპლუატაციის წესების დარღვევას გულისხმობს.

დღის ამბები