მიმდინარე წლის გაზაფხული რუსთავში ეკოლოგიური აქციებით იქნება დატვირთული. დღეს რუსთავის ჭალის ტყეების აღდგენა-განაშენიანების ახალი ეტაპი დაიწყო, რომელიც 320 ჰექტარ ფართობზე, ბუნებრივი ტყის აღდგენას ითვალისწინებს.
ეკო პროექტში აქტიურად არიან ჩართულები რუსთაველი ახალგაზრდები. დღევანდელ პროცესში 200-ზე მეტმა სკოლის მოსწავლემ მიიღო მონაწილეობა.