18 ივნისი 2026,   10:09
ვრცლად
აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი ვიქტორ ორბანის მხარდასაჭერად ბუდაპეშტში ჩავიდა

აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი ჯ.დ. ვენსი ბუდაპეშტში ჩავიდა, რათა მომავალი არჩევნების წინ, ვიქტორ ორბანს მხარდაჭერა გამოუცხადოს.

BBC-ის ცნობით, სავარაუდოდ, ვენსი ერთობლივ პრესკონფერენციაში მიიღებს მონაწილეობას და შემდეგ, შუადღისას, ორბანთან ერთად, საფეხბურთო სტადიონზე, საარჩევნო მიტინგზე გამოვა.

როგორც ბრიტანული მედია წერს, 12 აპრილის არჩევნები, ორბანისთვის მისი თითქმის 40-წლიანი პოლიტიკური კარიერის ყველაზე რთულ გამოცდად ითვლება. 2010 წლიდან, მან ზედიზედ ოთხი არჩევნები მოიგო.

დღის ამბები