18 ივნისი 2026,   11:18
ვრცლად
ზაფხულის სეზონთან დაკავშირებით, ქვეყნის მასშტაბით ტყეებში 350 საინფორმაციო ბანერი განთავსდება - წესების დარღვევა 500 ლარამდე ჯარიმით ან პატიმრობით ისჯება

ზაფხულის სეზონთან დაკავშირებით, ქვეყნის მასშტაბით, ტყეებში 350 საინფორმაციო ბანერი განთავსდება. ეროვნული სატყეო სააგენტოს ცნობით, ტურისტულად დატვირთულ ზონებში მოქალაქეებს სპეციალური QR კოდის საშუალებით კოცონის დანთებისა და უსაფრთხოების წესების გაცნობა შეეძლებათ.

ვინაიდან ტყეში ხანძრის მთავარი მიზეზი ადამიანური დაუდევრობაა, წესების დარღვევისთვის კანონი 500 ლარამდე ჯარიმას ან 8 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

დღის ამბები