მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ იმირში, გადაჭრილ გორაზე არქეოლოგიური გათხრები აქტიურად მიმდინარეობს. კვლევებს ეროვნული მუზეუმი და ტორონტოს უნივერსიტეტი, კულტურის სამინისტროსა და ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით ახორციელებენ.
უახლესი საერთაშორისო სამეცნიერო დასკვნით, საქართველო პურის ხორბლის წარმოშობის ერთ-ერთ უძველეს, დამოუკიდებელ კერადაა აღიარებული. ეს აღმოჩენა სწორედ გადაჭრილ და შულავერის გორებზე მოპოვებულ უნიკალურ არქეოლოგიურ მასალას ეფუძნება.