18 ივნისი 2026,   12:55
ვრცლად
სიღრმისეულად მიმოვიხილეთ საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობები, რა გზა გავიარეთ და რა პერსპექტივებია ამ ურთიერთობების აღდგენის და გაღრმავების - ლევან მახაშვილი ბელგიაში გამართულ შეხვედრებზე

ლუქსემბურგის შემდეგ ბრიუსელი - საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია ოფიციალურ შეხვედრებს ბელგიის დედაქალაქში მართავს. უკვე შედგა მოლაპარაკებები ქვეყნის პარლამენტში. განხილვის მთავარი თემა ქვეყნებს შორის კავშირების გარდა, საქართველოს ევროკავშირთან ურთიერთობაც იყო.

პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის, ლევან მახაშვილის განმარტებით, შეხვედრისას სიღრმისეულად მიმოიხილეს საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობები და ისაუბრეს, თუ რა პერსპექტივები არსებობს ამ ურთიერთობების აღდგენისა და გაღრმავების კუთხით.

"ბელგიის პარლამენტში გვქონდა ძალიან ნაყოფიერი და კონსტრუქციული შეხვედრა ჩვენს კოლეგებთან. გვქონდა შესაძლებლობა, განგვეხილა ურთიერთობათა ფართო სპექტრის სხვადასხვა მიმართულება - იქნება ეს რეგიონში მიმდინარე მოვლენები, ასევე, ორმხრივი ურთიერთობები და ამ ურთიერთობებში არსებული პერსპექტივები. ასევე, სიღრმისეულად მიმოვიხილეთ საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობები, თუ რა გზა გავიარეთ ამ მხრივ და, რაც მთავარია, რა პერსპექტივები არის ამ ურთიერთობების აღდგენის და გაღრმავების. იმედია, რომ ეს ვიზიტიც ხელს შეუწყობს პოლიტიკური დიალოგის აღდგენას", - აცხადებს ლევან მახაშვილი.

დღის ამბები