18 ივნისი 2026,   11:19
ვრცლად
"ქურდულ სამყაროსთან" კავშირში ბრალდებულ პირებს, აღმკვეთ ღონისძიებას, სასამართლო, სავარაუდოდ, დღეს შეუფარდებს

"ქურდულ სამყაროსთან" კავშირში ბრალდებულ პირებს, აღმკვეთის ღონისძიებას, სასამართლო, სავარაუდოდ, დღეს შეუფარდებს. პროკურატურა 30-ვე დაკავებულისთვის პატიმრობას ითხოვს.

გამოძიების ინფორმაციით, ბრალდებულები აქტიურად მონაწილეობდნენ ე.წ. ქურდულ გარჩევებში და აგროვებდნენ თანხებს ე.წ. ქურდული საერთოსთვის.

დაკავებულთაგან 10 პირს ქურდული სამყაროს წევრობას ედავებიან, 9-ს მის მხარდაჭერას, ხოლო 11-ს,  "კანონიერი ქურდისთვის" მიმართვას.

დანაშაული, ბრალდების სიმძიმის მიხედვით, 6-დან 10 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

დღის ამბები