პარლამენტში, საქართველოში ადამიანის უფლებების მდგომარეობაზე გაეროს რეკომენდაციები განიხილეს. ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის წევრებს დოკუმენტი საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ხათუნა თოთლაძემ გააცნო.
ანგარიშის მიხედვით, თბილისი წარდგენილი 307 რეკომენდაციიდან მხარს მხოლოდ 159-ს უჭერს. საქართველო ბლოკავს დარჩენილ 148 ინიციატივას. საპარლამენტო განხილვების შემდეგ, დოკუმენტი საბოლოო სახით, გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოს გადაეცემა.