აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ ირანთან კონფლიქტმა "NATO-ზე კვალი დატოვა, რომელიც არასდროს გაქრება".
"უნდა გითხრათ, რომ NATO-თი ძალიან იმედგაცრუებული ვარ. ისინი ოთხშაბათს მოდიან ჩემთან. ახლა, მოულოდნელად, დახმარების გაგზავნა სურთ", - განაცხადა ტრამპმა.
აშშ-ის პრეზიდენტი ამტკიცებს, რომ NATO-ს წევრ ქვეყნებს სურდათ, თავი შეეკავებინათ დახმარებისგან მანამ, სანამ აშშ ომს არ მოიგებდა. ტრამპის თქმით, NATO "ქაღალდის ვეფხვია".
"NATO ქაღალდის ვეფხვია. ცხადია, ჩვენ ისინი არ გვჭირდებოდა, რადგან ისინი საერთოდ არ დაგვეხმარნენ. იაპონია არ დაგვეხმარა, ავსტრალია არ დაგვეხმარა, სამხრეთ კორეა არ დაგვეხმარა და შემდეგ NATO-ში გადავედით, NATO არ დაგვეხმარა. იაპონიაში 50 000 ჯარისკაცი გვყავს, რათა დავიცვათ ისინი ჩრდილოეთ კორეისგან. სამხრეთ კორეაში კიმ ჩენ ინისგან დასაცავად 45 000 ჯარისკაცი გვყავს. საუდის არაბეთი შესანიშნავი იყო, კატარი შესანიშნავი იყო, არაბთა გაერთიანებული საამიროები შესანიშნავი იყო, ბაჰრეინი, ქუვეითი“, – განაცხადა ტრამპმა.