09 აგვისტო 2026,   05:41
ვრცლად
4 აპრილი მიუსაფარ ცხოველთა მსოფლიო დღეა

"ეს დღე გვახსენებს, რომ სიყვარული, სითბო და ზრუნვა ყველა ცოცხალ არსებას ეკუთვნის. მიუსაფარ ცხოველებს ყოველდღიურად უწევთ ბრძოლა გადარჩენისთვის - საკვების, წყლისა და სიყვარულის მოპოვებისთვის", - წერს ცხოველთა მონიტორინგის სააგენტო მიუსაფარ ცხოველთა მსოფლიო დღესთან დაკავშირებით.

"4 აპრილი მიუსაფარ ცხოველთა მსოფლიო დღეა. ამ დღეს კიდევ ერთხელ უნდა დავფიქრდეთ საზოგადოების პასუხისმგებლობაზე ქუჩაში მცხოვრები ცხოველების მიმართ.

ეს დღე გვახსენებს, რომ სიყვარული, სითბო და ზრუნვა ყველა ცოცხალ არსებას ეკუთვნის.

მიუსაფარ ცხოველებს ყოველდღიურად უწევთ ბრძოლა გადარჩენისთვის - საკვების, წყლისა და სიყვარულის მოპოვებისთვის.

შეგახსენებთ, მიუსაფარ ცხოველებზე ზრუნვა მათთვის უსაფრთხო და ჰუმანური გარემოს შექმნას ნიშნავს.

ეს დღე კიდევ ერთი შესაძლებლობაა, რომ ერთად ვიზრუნოთ ჩვენს ოთხფეხა მეგობრებზე", - წერს ცხოველთა მონიტორინგის სააგენტო სოციალურ ქსელში.

დღის ამბები