18 ივნისი 2026,   17:09
ვრცლად
მეფე ჩარლზის პირველი სახელმწიფო ვიზიტი აშშ-ში აპრილის ბოლოს შედგება

მეფე ჩარლზის პირველი სახელმწიფო ვიზიტი ამერიკის შეერთებულ შტატებში მომავალ თვეში შედგება.

ბუკინგემის სასახლის განაცხადებით, აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მიწვევით მეფე ჩარლზი და დედოფალი
კამილა აშშ-ში გაემგზავრებიან.

"მათი უდიდებულესობების პროგრამა მიეძღვნება გაერთიანებულ სამეფოსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის არსებულ ისტორიულ კავშირებსა და თანამედროვე ორმხრივ
ურთიერთობებს, რითაც აღინიშნება ამერიკის დამოუკიდებლობის 250 წლისთავი", - ნათქვამია სასახლის განცხადებაში.

ვიზიტი დღემდე ოფიციალურად არ იყო დადასტურებული, ბრიტანული მედია მეფის ვაშინგტონში შესაძლო გამგზავრების შესახებ არაერთი კვირის
განმავლობაში მსჯელობდა.

ბრიტანელი
კანონმდებლების დიდი ნაწილი კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებდა ჩარლზის ვიზიტს. ახლო აღმოსავლეთში კონფლიქტის გამო ზოგიერთი მათგანი მოგზაურობის გაუქმებას ან გადადებას ითხოვდა.

ჩარლზის პირველი სახელმწიფო ვიზიტი აშშ-ში აპრილის ბოლოს იგეგმება. ეს ხდება მას შემდეგ, რაც ტრამპმა არაერთხელ გააკრიტიკა ბრიტანეთის მთავრობა აშშ-ისა და
ისრაელის ირანთან ომის მიმართ მათი პოზიციების გამო.

გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრმა კირ
სტარმერმა არაერთხელ დააფიქსირა თავისი პოზიცია - "ეს არ არის ჩვენი ომი და ჩვენ მასში ჩართვას არ ვაპირებთ", "რაც ჩვენ გავაკეთეთ, ეს იყო თავდაცვითი ქმედება: ჩვენი პილოტები ჰაერში არიან ომის დაწყებიდან პირველივე საათებიდან, რათა დაიცვან ბრიტანელების სიცოცხლე, ბრიტანეთის ინტერესები და, რა თქმა უნდა, ჩვენი მოკავშირეები რეგიონში", - განაცხადა სტარმერმა სააგენტო PA Media-ს ინფორმაციით.

აშშ-ში ვიზიტი
ს შემდეგ, ჩარლზი ბერმუდის კუნძულებზე გაემგზავრება. 

დღის ამბები