18 ივნისი 2026,   18:17
ვრცლად
საფრანგეთმა ისრაელს ამერიკული იარაღის ტრანსპორტირებისთვის მისი საჰაერო სივრცის გამოყენების ნებართვა არ მისცა - Reuters

საფრანგეთმა, ისრაელს უარი უთხრა მისი საჰაერო სივრცის გამოყენებაზე, ირანის წინააღმდეგ ომისთვის განკუთვნილი ამერიკული იარაღის გადასატანად, - ამის შესახებ Reuters-ი წყაროებზე დაყრდნობით წერს.

წყაროების თქმით, შაბათ-კვირას ნათქვამი უარი, პირველი მსგავსი შემთხვევაა ირანში კონფლიქტის დაწყების შემდეგ.

მედიის ინფორმაციით, საფრანგეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციისა და საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებს, აღნიშნულთან დაკავშირებით კომენტარი ჯერ არ გაუკეთებიათ.

დღის ამბები