Moodys-მა საქართველოს ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 6%-მდე გააუმჯობესა.
"დოკუმენტში, ასევე, ხაზგასმულია ევრობონდების წარმატებული გამოშვება 2026 წლის იანვარში. როგორც მოგეხსენებათ, საქართველომ საკმაოდ წარმატებით განათავსა 500 მილიონ დოლარის ღირებულების ევროობლიგაციების რეფინანსირება და დაფიქსირდა 5.1% პროცენტი, რაც პრაქტიკულად ყველაზე დაბალი კუპონია ბოლო 4 წლის განმავლობაში, საქართველოს მსგავსი და ერთი საფეხურით მაღალი რეიტინგის ქვეყნებს შორის," - განაცხადა საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილემ, ეკატერინე გუნცაძემ.
საერთაშორისო სარეიტინგო კომპანიის ანგარიშის მიხედვით, საქართველოს ეკონომიკა 6%-ით გაიზრდება 2026 წელს. წინა პროგნოზით კი Moodys 5.5%-იან ზრდას ვარაუდობდა.
Moodys -ი წერს, რომ რეიტინგი ასახავს ქვეყნის ძლიერ ეკონომიკურ და ფისკალურ საფუძვლებს.
"სარეიტინგო სააგენტო Moodys-მა საქართველოს სუვერენული რეიტინგის პერიოდული მიმოხილვა დაასრულა. სარეიტინგო სააგენტოს განცხადებაში ყურადღება გამახვილებულია ქვეყნის მდგრად მაკროეკონომიკურ და ფისკალურ პარამეტრებზე, რომლებიც საგარეო შოკების მიუხედავად ძლიერი რჩება. უნდა აღინიშნოს, რომ სარეიტინგო სააგენტო 2026 წელს 6%-იან ეკონომიკურ ზრდას პროგნოზირებს, რაც მსგავსი ტიპის ქვეყნებთან შედარებით ერთ-ერთი ყველაზე მაღალი მაჩვენებელია," - განაცხადა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ, ვახტანგ ცინცაძემ.