09 აგვისტო 2026,   04:33
ვრცლად
ცესკო ალბანეთის საარჩევნო ადმინისტრაციას მასპინძლობს

საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია ალბანეთის საარჩევნო ადმინისტრაციას მასპინძლობს. ალბანეთის საარჩევნო ადმინისტრაციის დელეგაცია, რომელიც საქართველოში ორდღიანი ვიზიტით იმყოფება შეხვედრებს ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში მართავს.

"24 მარტს, ალბანეთის საარჩევნო ადმინისტრაციის წარმომადგენლებს ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის მოადგილე გიორგი შარაბიძე შეხვდა. გიორგი შარაბიძემ საარჩევნო ადმინისტრაციებს შორის თანამშრომლობის გაძლიერებისა და გამოცდილების გაზიარების მნიშვნელობაზე ისაუბრა. მან დელეგაციის წევრებს ასევე გააცნო ელექტრონული არჩევნების დანერგვის მიმართულებით საქართველოს გამოცდილება.

ალბანეთის საარჩევნო ადმინისტრაციის წარმომადგენლებს საშუალება აქვთ ადგილზე გაეცნონ ამომრჩევლის ვერიფიკაციის, ხმის მიცემისა და დათვლის აპარატებს და მათი მუშაობის სპეციფიკას,"- აღნიშნულია ცესკოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. 

დღის ამბები