ვიდრე საქართველო ილია მეორეს ემშვიდობება, ოპოზიციასთან დაკავშირებული ჯგუფებისა და აქტივისტების მხრიდან სოციალურ ქსელში სიძულვილის კამპანია არ წყდება - სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქისა და ეკლესიის წინააღმდეგ ცალკეული პირების მხრიდან შეურაცხმყოფელი და აგრესიული განცხადებები ვრცელდება.
პოსტებში ჩანს, რომ შეტევა ჯერ კიდევ პატრიარქის კლინიკაში ყოფნისას დაიწყო. თავდასხმის სამიზნე გახდა ყველა - სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი, ეკლესია, და თითოეული ის ადამიანი, ვინც უწმინდესის მიმართ პატივისცემას გამოხატავდა - როგორც სამების ტაძართან საათობით მდგარი რიგითი მოქალაქეები, ისე საზოგადოების წარმომადგენლები და ხელისუფლება.
სოციალურ ქსელში სიძულვილის ენის შემცველი განცხადებების და აგრესიული კამპანიის მიზანი კი ყველაზე მძიმე წუთებში ეკლესიისა და პატრიარქის ავტორიტეტის შელახვაა.