18 ივნისი 2026,   17:00
ვრცლად
აშშ-ში, LaGuardia-ს აეროპორტში, სამგზავრო თვითმფრინავისა და სახანძრო მანქანის შეჯახებას 2 ადამიანი ემსხვერპლა

ნიუ-იორკის აეროპორტ LaGuardia-ს ასაფრენ-დასაფრენ ზოლზე, კანადის ავიაკომპანია Air Canada-ს სამგზავრო თვითმფრინავის, აეროპორტის საავარიო სამაშველო ტრანსპორტთან შეჯახებას მსხვერპლი მოჰყვა. აეროპორტი დროებით დაკეტილია.

ამერიკული მედიასაშუალებები სამართალდამცველებზე დაყრდნობით წერენ, რომ დაიღუპა თვითმფრინავის ორივე პილოტი. დაშავებულია კიდევ ოთხი ადამიანი.

თვითმფრინავში, რომელიც ნიუ-იორკში მონრეალიდან ჩავიდა, 100-მდე მგზავრი იმყოფებოდა. ისინი ევაკუირებული არიან.

დღის ამბები