18 ივნისი 2026,   17:03
ვრცლად
არაბთა გაერთიანებული საამიროების ნავთობის წარმოების მთავარ ჰაბში ხანძარია, რომელიც დრონის დარტყმამ გამოიწვია

არაბთა გაერთიანებულ საამიროებში, "ფუჯაირას" ნავთობის ინდუსტრიის ზონაში, დრონით დარტყმის შედეგად მასშტაბური ხანძარი გაჩნდა. ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს.

"ემირატების სამოქალაქო თავდაცვის ჯგუფებმა დაუყოვნებლივ დაიწყეს ინციდენტზე რეაგირება და აგრძელებენ ცეცხლის ჩაქრობას“, - ნათქვამია განცხადებაში.

"ფუჯაირას" პორტი არაბთა გაერთიანებული საემიროების ნავთობის მთავარი კვანძია და ერთადერთია, რომელიც გვერდს უვლის ჰორმუზის სრუტეს, რომელიც ფაქტობრივად დაკეტილია გადაზიდვებისთვის.

დღის ამბები