09 აგვისტო 2026,   01:47
ვრცლად
საქართველოში საკრებულოს რეგლამენტის განახლების პროცესი დაიწყო

საქართველოში საკრებულოს რეგლამენტის განახლების პროცესი დაიწყო. პირველი სამუშაო შეხვედრა გორში გაიმართა, სადაც შიდა ქართლის, სამცხე-ჯავახეთისა და მცხეთა-მთიანეთის 14 მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეებმა და აპარატის ხელმძღვანელებმა განიხილეს ტიპური რეგლამენტის პროექტი და იმსჯელეს საჭირო რეკომენდაციებზე. პროექტის ფარგლებში მსგავსი სამუშაო შეხვედრები ეტაპობრივად საქართველოს ყველა მუნიციპალიტეტს მოიცავს, რაც უზრუნველყოფს რეგლამენტის ერთიან და შესაბამის პრაქტიკასთან მდგრად მოდერნიზაციას.

"ინიციატივას თანამონაწილეობისა და ჩართულობის ცენტრი – სიპისი (CPC)" სახელმწიფო გრანტის მართვის სააგენტოს მხარდაჭერითა და საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაციის პარტნიორობით ახორციელებს.

დღის ამბები