18 ივნისი 2026,   17:13
ვრცლად
ბრიტანეთის თავდაცვის მდივნის განცხადებით, ირანიდან ორი რაკეტა ისროლეს კვიპროსის მიმართულებით, სადაც გაერთიანებული სამეფოს სამხედრო ბაზებია განთავსებული

დიდი ბრიტანეთის თავდაცვის მდივანი, ჯონ ჰილი აცხადებს, რომ ირანიდან ორი რაკეტა ისროლეს კვიპროსის მიმართულებით, სადაც დიდი ბრიტანეთის სამხედრო ბაზებია განთავსებული.

"დარწმუნებული ვართ, ისინი ჩვენი ბაზების წინააღმდეგ მიმართული არ ყოფილა“, – განაცხადა დიდი ბრიტანეთის თავდაცვის მდივანმა "სქაი ნიუსთან" ინტერვიუში და აღნიშნა, რომ "ეს აჩვენებს, რამდენად განურჩეველია" ირანის საპასუხო ქმედება.

ჯონ ჰილის თქმით, ბაჰრეინში სამიზნეებთან ახლოს იმყოფებოდა დიდი ბრიტანეთის 300 სამხედრო მოსამსახურე.

"ვინც ნახა, როგორ გვემუქრებოდა ირანი და როგორ უჭერდა მხარს ტერორს მთელ მსოფლიოში, როგორ იყო არასტაბილურობის წყარო რეგიონში, ავითარებდა ბირთვული იარაღის პროგრამას, არავის შეუძლია, ეჭვი შეიტანოს ამ რეჟიმის ხასიათსა და მისგან მომდინარე საფრთხეში", – აცხადებს ჰილი.

დღის ამბები