"დაბრუნებული საუნჯე“ - ხელოვნების სასახლეში ისტორიული ექსპონატების გამოფენა გაიხსნა. ხელოვნების ნიმუშები მუზეუმის მიერ სხვადასხვა კერძო კოლექციიდან თუ გალერეიდან არის მოპოვებული.
ადგილზე გამოფენილია, ნიმუშები, როგორც საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან,ასევე დასავლეთ ევროპიდან. 1921 წლის საბჭოთა ოკუპაციის პერიოდში საქართველოდან გატანილი და უცხოეთში გაყიდული, აგრეთვე საბჭოთა ეპოქაში გასხვისებული ნამუშევრები მუზეუმს, 2025 წელს, საქართველოს კულტურის მინისტრის ინიციატივით დაუბრუნდა. ნამუშევრების გამოფენას თინათინ რუხაძემ უკვე დაათვალიერა.