ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია მესტიაში პრესტურს მასპინძლობს. სტუმრები სხვადასხვა ქვეყნიდან, მათ შორის, საფრანგეთიდან, იტალიიდან, ბელგიიდან და ავსტრიიდან არიან.
პრესტურში მონაწილეობას მიიღებენ მაღალრეიტინგული ინფლუენსერები და მედიის წარმომადგენელი - სულ შვიდი ადამიანი. ისინი გემო-ფესტს დაესწრებიან, ასევე დაგეგმილია ტური თბილისში, მესტიასა და უშგულში.