18 ივნისი 2026,   20:09
ვრცლად
ჟენევაში, აშშ-ის, უკრაინისა და რუსეთის დელეგაციებს შორის მოლაპარაკებები დაიწყო

სამმხრივი მოლაპარაკებების კიდევ ერთი რაუნდი უკრაინა, აშშ-სა და რუსეთს შორის ჟენევაში დაიწყო. ამის შესახებ სოციალურ ქსელ X-ზე უკრაინის დელეგაციის ხელმძღვანელმა, რუსტემ უმეროვმა განაცხადა.

"დღეს ჩვენ ვიწყებთ სამმხრივი მოლაპარაკებების კიდევ ერთ რაუნდს - უკრაინა, აშშ-სა და რუსეთს შორის.

მადლობას ვუხდით ამერიკულ მხარეს მონაწილეობისა და მოლაპარაკებების პროცესში თანმიმდევრული მუშაობისთვის. მადლიერები ვართ შვეიცარიის შეხვედრის ორგანიზებისა და დისკუსიებისთვის საჭირო პირობების უზრუნველყოფისთვის.

ჩვენ გვაქვს უკრაინის პრეზიდენტის მიერ დამტკიცებული ჩარჩო და მკაფიო მანდატი. დღის წესრიგში უსაფრთხოებისა და ჰუმანიტარული საკითხებია.

ჩვენ ვმუშაობთ კონსტრუქციულად, მიზანმიმართულად და გაბერილი მოლოდინების გარეშე. ჩვენი მიზანია მაქსიმალურად გავზარდოთ იმ გადაწყვეტილებების წინსვლა, რომლებიც მდგრადი მშვიდობის დამყარებას შეუწყობს ხელს", - წერს რუსტემ უმეროვი სოციალურ ქსელ X-ზე.

დღის ამბები