პარლამენტი დღეს ახალ საკანონმდებლო პაკეტზე მუშაობს იწყებს. საუბარია სიახლეზე, რომლის მიხედვითაც, იურიდიული დახმარების სამსახური, პარლამენტის ნაცვლად, პრემიერ-მინისტრის წინაშე ანგარიშვალდებული ორგანო ხდება. საკითხს დღეს პირველი მოსმენით ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტი განიხილავს.
ცვლილების მიხედვით, პრემიერს, ასევე, ენიჭება სამსახურის დირექტორის თანამდებობაზე დანიშვნისა და თანამდებობიდან გათავისუფლების უფლებამოსილება. იცვლება სამსახურის მმართველი ორგანოს - იურიდიული დახმარების საბჭოს დაკომპლექტების მოდელი.
ინიციატივის ავტორები ამტკიცებენ, რომ ცვლილებები იურიდიული დახმარების სამსახურის საქმიანობის და მისი მონიტორინგის ეფექტურობას გაზრდიან.