12 აგვისტო 2026,   19:36
ვრცლად
თურქეთში საწვრთნელი ფრენის დროს F-16 ტიპის გამანადგურებელი თვითმფრინავი ჩამოვარდა

თურქეთის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, იალოვას პროვინციაში, სასწავლო მისიის დროს, F-16 ტიპის გამანადგურებელი თვითმფრინავი ჩამოვარდა.

მათივე ინფორმაციით, პილოტმა კატაპულტირება შეძლო და კატასტროფას გადაურჩა.

როგორც Reuters-ი წერს, ადგილობრივი მედიის მიერ შემთხვევის ადგილზე გადაღებულ კადრებში შავი კვამლის სქელი ღრუბელი ჩანს, რომელიც სავარაუდოდ თვითმფრინავის აფეთქებამ გამოიწვია. 



დღის ამბები