14 აგვისტო 2026,   18:20
ვრცლად
ბარამიძის განცხადება ჩემთვის არის შეურაცხმყოფელი და არის აბსოლუტური ცილისწამება - ვეტერანი ვიქტორ ცაავა

სამშობლოს ღალატისა და საბოტაჟის მუხლებით დაწყებული გამოძიების ფარგლებში პროკურატურაში გამოკითხვები გრძელდება.

გიორგი ბარამიძის განცხადებების შემდეგ აღძრული საქმის ფარგლებში საგამოძიებო უწყების კითხვებს დღესაც ვეტერანები და ომის უშუალო მონაწილეები პასუხობენ.
პროკურატურამ გამოძიება ბარამიძის განცხადების გამო დაიწყო, სადაც "ნაციონალური მოძრაობის" ხელისუფლების თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა ქართველი მებრძოლები აფხაზეთის ომში სამხედრო ტყვეების დახვრეტაში დაადანაშაულა.

აფხაზეთის ომის ვეტერანის, ვიქტორ ცაავას განცხადებით, კონფლიქტში მონაწილეობის პერიოდში ტყვეების დახვრეტის არც ერთი შემთხვევა არ დაფიქსირებულა და ამის შესახებ ინფორმაცია არც მას ჰქონია.  

"ჩემი იქ მოღვაწეობის პერიოდში, ბრძოლებში მონაწილეობის პერიოდში აბსოლუტურად არცერთი შემთხვევა არ ყოფილა და არც ჩემთვის არ ყოფილა ცნობილი, როდესაც მომხდარა ტყვეთა დახვრეტა. აქედან გამომდინარე, ბარამიძის განცხადება ჩემთვის არის შეურაცხმყოფელი და არის აბსოლუტური ცილისწამება", - აცხადებს ვეტერანი ვიქტორ ცაავა.

დღის ამბები