"საქართველო აგრძელებს გამორჩეულ განვითარებას, უმუშევრობის შემცირებას, დასაქმების ზრდას, ეკონომიკური ზრდის ტემპების მატებას," - ამის შესახებ საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილე, მიხეილ დუნდუა საუბრობს.
გაეროს მდგრადი განვითარების მიზნების ინდიკატორის მიხედვით, საქართველოში უმუშევრობის მაჩვენებელი ერთნიშნა დონემდე გაუმჯობესდა და ახალ ისტორიულ მინიმუმზეა.
"ჩვენ ვუახლოვდებით უმუშევრობის მინიმიზაციას და იმ მიზნის შესრულებას, რომ უმუშევრობა იყოს 4-5%-ის დონეზე ქვეყანაში. ეს რამდენიმე წელში აუცილებლად მოხდება. რაც შეეხება ანალიზს წლების მიხედვით, აღმოჩნდა, რომ უმუშევრობის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი საქართველოში იყო 2010-12 წლებში, დაახლოებით 20%-ის დონეზე და ორ-ნახევარჯერ არის ეს მაჩვენებელი შემცირებული დღევანდელი მდგომარეობით. საქართველო აგრძელებს გამორჩეულ განვითარებას, უმუშევრობის შემცირებას, დასაქმების ზრდას, ეკონომიკური ზრდის ტემპების მატებას," - აცხადებს მიხეილ დუნდუა.
განახლებული შეფასებით 2022 წელს საქართველოში უმუშევრობის დონე 10.2 პროცენტამდე გაუმჯობესდა, 2023 წელს 9.6 პროცენტი გახდა, 2024 წლიდან კი 8 პროცენტს გაუთანაბრდა. ირკვევა, რომ 21-ე საუკუნეში საქართველოში უმუშევრობის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი 2010-2012 წლებში იყო და 20 პროცენტს შეადგენდა.