18 ივნისი 2026,   20:01
ვრცლად
რუსულმა საოკუპაციო ძალებმა ხარკოვის ოლქში სამგზავრო მატარებელს შეუტიეს - პარალელურად, ზელენსკი მზად არის, ტერიტორიებსა და ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურის სამომავლო კონტროლზე პუტინს ესაუბროს

ხუთი ადამიანი დაიღუპა ხარკოვის ოლქში, სამგზავრო მატარებელზე ოკუპანტების იერიშის შედეგად. რუსებმა სარკინიგზო შემადგენლობას, სადაც 160-მდე მგზავრი იმყოფებოდა, გუშინ, დღის ბოლოს შეუტია.

მომხდარს უკრაინის პრეზიდენტმა გაუმართლებელი ქმედება უწოდა და განაცხადა, რომ "მატარებლის ვაგონში მშვიდობიანი მოქალაქეების განადგურებას არავითარი სამხედრო მიზანი არ აქვს და არც შეიძლება ჰქონდეს".

ამ ყველაფრის ფონზე, უკრაინაში სულ უფრო მწვავდება ენერგოკრიზისი. მხოლოდ კიევში, ამ მომენტისთვის ელექტროენერგიის გარეშე 710 ათასი აბონენტია დარჩენილი. ეს მაშინ, როდესაც ჰაერის ტემპერატურა ქვეყანაში -10 გრადუსზე უფრო დაბლა ჩამოდის.

გამოცემა, "ევროპეისკაია პრავდას" ცნობით, გამწვავებული ვითარების ფონზე, ზელენსკი მზად არის, ორი საკვანძო საკითხის გადასაჭრელად, პუტინს შეხვდეს. საუბარია ტერიტორიებსა და ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურის მომავალ კონტროლზე.

ომის დასრულების კუთხით იმედისმომცემ, თუმცა ბუნდოვან განცხადებას აკეთებს დონალდ ტრამპი. შეერთებული შტატების პრეზიდენტის თქმით, "უკრაინასა და რუსეთთან დაკავშირებით ძალიან კარგი ამბები ხდება". ჟურნალისტების მცდელობის მიუხედავად, მეტი დეტალი ტრამპმა არ დააკონკრეტა.

დღის ამბები