09 აგვისტო 2026,   04:25
ვრცლად
რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის რწმუნებულმა, ონში, ახლად რეაბილიტირებული ბავშვთა და მოზარდთა სპორტული კომპლექსი დაათვალიერა​

ონში, რეგიონის რწმუნებულმა, სხვა ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, ახლად რეაბილიტირებულ პარკში მდებარე ბავშვთა და მოზარდთა სპორტული კომპლექსი დაათვალიერა.

პროექტის ფარგლებში შეკეთდა შენობის სახურავი, აღიჭურვა სპორტული დარბაზი და მოეწყო დამხმარე სივრცეები. სრულად განახლდა გათბობისა და ელექტრომომარაგების სისტემები.

პროექტი რეგიონული განვითარების ფონდმა დააფინანსა და ის 300 000-ზე მეტი დაჯდა.

დღის ამბები