09 აგვისტო 2026,   04:25
ვრცლად
რუსთავის მერია რუსთაველის ქუჩის რეაბილიტაციის მომდევნო ეტაპს იწყებს

რუსთავის მერია ქალაქის ისტორიული უბნების რესტავრაციას აგრძელებს და რუსთაველის ქუჩის რეაბილიტაციის მომდევნო ეტაპს იწყებს.

პროექტი, კიდევ 4 საცხოვრებელი კორპუსის გამაგრებას, სახურავისა და ფასადის რეაბილიტაციას, დეკორატიული აივნების, გარე განათების, ახალი კარ-ფანჯრების მოწყობას და ისტორიული ქუჩის ავთენტურობის სრულ შენარჩუნებას ითვალისწინებს.

სატენდერო პროცედურების დაწყებამდე, ნინო ლაცაბიძემ პროექტი მოსახლეობას გააცნო. სამუშაოებისთვის საჭირო თანხას - სამ მილიონზე მეტს სახელმწიფო ბიუჯეტი დაფარავს.

დღის ამბები