09 აგვისტო 2026,   00:04
ვრცლად
მსოფლიოში ინტერნეტის სიჩქარით ქვეყნების რეიტინგი გამოქვეყნდა, რომელშიც საქართველოს ევროკავშირის მხოლოდ ორი ქვეყანა უსწრებს - ქვეყანა მსოფლიოს საუკეთესო 15 ქვეყანაში შედის

საქართველო ინტერნეტის სისწრაფით მსოფლიოს საუკეთესო 15 ქვეყანაში შედის - კვლევა და რეიტინგი დღეს Speedtest-მა გამოაქვეყნა. მობილური ინტერნეტის გავრცელების სიჩქარით, საქართველოს ევროკავშირის მხოლოდ ორი ქვეყანა ბულგარეთი და დანია უსწრებს. მაღალსიჩქარიანი ქსელური კავშირის განვითარებას, მთავრობის ეფექტურ საქმიანობას უკავშირებენ მმართველ გუნდში. ამბობენ, რომ რეიტინგი, საქართველოში ინტერნეტთან დაკავშირებული აიტი ინჟინერიისა და სხვა სფეროების განვითარებისთვის ხელსაყრელ პირობებს ქმნის, რაც ქვეყნის ეკონომიკური პროგრესის წინაპირობაა.

საინფორმაციო ტექნოლოგიებისა და კავშირგაბმულობის განვითარება, რომ საქართველოსთვის პრიორიტეტული საკითხია ამაზე ეკონომიკის სამინისტროშიც საუბრობენ. უწყებაში ამბობენ, რომ Speedtest-ის გრადაციამ ამ კუთხით წარმოებული სწორი პოლიტიკა კიდევ ერთხელ დაადასტურა. ინტერნეტის სიჩქარის განვითარებაზე მუშაობა კი სამომავლოდ უფრო მასშტაბური ძალებით გაგრძელდება.

ტექნოლოგიების განვითარებისა და პოზიტიური რეიტინგების მიუხედავად, ინტერნეტის სიჩქარე, ოპოზიციის მხრიდან ხელისუფლების კრიტიკის საგანი საპარლამენტო ტრიბუნიდანაც წარსულში არაერთხელ გამხდარა. Speedtest-ის რეიტინგში მსოფლიოს 170 ქვეყანაში, საქართველოს მეთოთხმეტე პოზიციის შეფასება კი დრეს უკვე არავინ ისურვა. საპარლამენტო უმრავლესობაში ეს ქმედება ოპონენტების მორიგ ლუსტრაციად აღიქვეს.

Speedtest ინტერნეტ კავშირის სისწრაფეს მსოფლიოს 170 ქვეყანაში ზომავს. ბოლო მონაცემებითა საქართველო ქსელური დაკავშირებადობისა და სისწრაფის კუთხით პლანეტის პირველ 15-ეულში ემირატების, შეერთებული შტატების, კატარის, სამხრეთ კორეისა და მსოფლიოს სხვა წამყვანი ეკონომიკის მქონე ქვეყნების გვერდით დგას.

დღის ამბები