13 აგვისტო 2026,   23:37
ვრცლად
"დასავლურ სამყაროს ერთობლივად მოუწევს თავდაცვა, ეკონომიკური ურთიერთობების განვითარება, რადგან, იდეური ნორმებისა და ღირებულებების თვალსაზრისით, ერთიანობას ალტერნატივა არ აქვს" - ფავლენიშვილი

ფილოსოფოსი ზაზა შათირიშვილი ვრცელ წერილს აქვეყნებს. შათირიშვილი "დიფ სთეითის" რებრენდინგზე წერს და აცხადებს, რომ უკრაინაში მიმდინარე ომით ევროპა დასუსტდა, ევროკავშირში პოლიტიკური სიტუაცია უკიდურესად დაძაბულია, "დიფ სთეითს" კი დარჩა მხოლოდ ერთი - შტატებისა და ევროპის პარტნიორობის ჩამოშლა.

"დიფ სთეითის" მიერ მართული დონალდ ტრამპის მხრიდან გრენლანდიის მოთხოვნა მხოლოდ საბაბია, ევროპასთან კონფლიქტის და ევროპისგან გათავისუფლების საბაბი" - წერს შათირიშვილი და სვამს კითხვას, სად არიან და რა აზრზე არიან ის ე.წ. ექსპერტები, არასამთავრობო ორგანიზაციები, თუ პოლიტიკოსები, რომლებიც შტატებს, დემოკრატიის შუქურად მოიხსენიებდნენ და მისგან ხსნას ელოდნენ.

პარტია "ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის" გენერალური მდივნის მოადგილე ირაკლი ფავლენიშვილი აცხადებს, რომ, დაპირისპირების მიუხედავად, დასავლურ სამყაროში გრძელდება თანამშრომლობა ძალიან მნიშვნელოვან საკითხებზე, რადგან "ნორმები და ღირებულებები მაინც საერთოა". 

"საბოლოო ჯამში, დასავლურ სამყაროს ერთობლივად მოუწევს თავდაცვა, ეკონომიკური ურთიერთობების განვითარება, იმიტომ, რომ იდეური ნორმებისა და ღირებულებების თვალსაზრისით, ამ სამყაროს ერთიანობას ალტერნატივა არ გააჩნია. რაც შეეხება აშშ-ს და ევროკავშირის შორის არსებულ განსხვავებებს, ეს არის უბრალოდ სხვადასხვა მიდგომები ეკონომიკის უსაფრთხოების კუთხით,"- აცხადებს ირაკლი ფავლენიშვილი.

დღის ამბები