"ჩვენ რომ კითხვები გვქონდა და ჩვენ რომ გვინდოდა სიმართლის დადგენა, ამიტომ ვითხოვდით საპარლამენტო კომისიის შექმნას" - ამის შესახებ პარლამენტის ფრაქცია "საქართველოსთვის" წევრი, გიორგი შარაშიძე საუბრობს და ეხმიანება BBC-ის ე.წ. საგამოძიებო ფილმს, რომელშიც "ქართული ოცნება", ყოველგვარი მტკიცებულებების გარეშე, პირველი მსოფლიო ომის დროინდელი ქიმიური იარაღის გამოყენებაშია დადანაშაულებული.
"ჩვენ რომ კითხვები გვქონდა და ჩვენ რომ გვინდოდა სიმართლის დადგენა, ამიტომ ვითხოვდით საპარლამენტო კომისიის შექმნას. "ოცნება" ამ საქმეში მართალი არ არის. BBC, რა თქმა უნდა, არის ავტორიტეტული, რეპუტაციული ტელევიზია, რომელსაც აქვს თავის სტანდარტები და, დარწმუნებული ვარ, რომ მათ არ გაუჭირდებათ საკუთარი სიმართლის დადასტურება," - აცხადებს გიორგი შარაშიძე.