საახალწლო ღონისძიებები გრძელდება. გუშინ თბილისში რესპუბლიკის მოედანზე სადღესასწაულოდ მოწყობილ სცენაზე ანსამბლ "შვიდკაცას" კონცერტი გაიმართა. დედაქალაქში მოწყობილი საახალწლო სოფელი - 14 იანვრის ჩათვლით იფუნქციონირებს, სწორედ ძველით ახალწლამდე იქნება საახალწლო მარკეტი და სხვადასხვა სადღესასწაულო აქტივობები.
პატარების განწყობაზე ზრუნავენ ზღაპრის გირები და სანტა, კვების ობიექტები და ყინულის მოედანი კი მასპინძლობს ნებისმიერი ასაკის სტუმარს. რაც შეეხება საახალწლო კონცერტების სერიას - 14 იანვარს ჯგუფი "ურსა" დახურავს.