"რუსთავი 2-ის" ეთერში, დღეს, "საქართველოს ხმის" მეორე სეზონის გრანდიოზული ფინალი შედგება. "საქართველოს ხმის" ტიტულის მოსაპოვებლად სამი ფინალისტი იბრძოლებს - დათუნა მესტვირიშვილი, გიორგი ლაფაჩიშვილი და მარიამ მესხიძე.
ფინალისტები ორკესტრთან ერთად, რომელსაც მაესტრო ნიკა ნიკვაშვილი უხელმძღვანელებს, ცნობილი ქართველი კომპოზიტორების შედევრების ახალ ვერსიებს შეასრულებენ.
"საქართველოს ხმის" გამარჯვებული მიიღებს ბინას თბილისში X2 დეველოპმენტისგან, დაწესებულია საჩუქრები პროექტის სხვა პარტნიორებისა და სპონსორებისგანაც.
"საქართველოს ხმის" ფინალი დღეს, "რუსთავი 2-ზე" "კურიერის" დასრულებისთანავე დაიწყება.