09 აგვისტო 2026,   05:41
ვრცლად
საქართველო ITB CHINA 2026-ის პარტნიორი გახდა

საქართველო ITB CHINA 2026-ის პარტნიორი გახდა. ქვეყანა 2026 წელს აზიის უმსხვილეს ტურისტულ გამოფენაზე სწორედ ITB China-ს პარტნიორი ქვეყნის სტატუსით წარდგება, რაც ცნობადობას მნიშვნელოვნად გაზრდის როგორც ჩინეთში, ასევე აზიის სხვა ქვეყნებში. ჩინეთი საქართველოს შედარებით ახალი, მაგრამ სწრაფად მზარდი ბაზარია. პირდაპირი ავიარეისების სიხშირისა და მიმართულებების ზრდამ, ასევე ორმხრივი უვიზო რეჟიმის შემოღებამ ხელი შეუწყო თანამშრომლობის განვითარებას ტურიზმის სფეროში.

საქართველოსა და ჩინეთს შორის რეგულარულ სამგზავრო ფრენებს ახორციელებს 2 ჩინური ავიაკომპანია.

დღის ამბები