14 აგვისტო 2026,   14:22
ვრცლად
"რა თქმა უნდა, ბაზარი ყველაფერს ვერ არეგულირებს და სწორედ ეს არის საბაზრო ეკონომიკის გარკვეული დეფექტები" - შალვა პაპუაშვილი

"რა თქმა უნდა, ბაზარი ყველაფერს ვერ არეგულირებს და სწორედ ეს არის საბაზრო ეკონომიკის გარკვეული დეფექტები, რომელსაც ზოგჯერ რეგულაციებით მოწესრიგება სჭირდება, ზოგჯერ აღსრულების პროცესით რეგულაცია და ა.შ.", - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა სურსათზე არსებულ ფასებთან დაკავშირებით განაცხადა.

როგორც პაპუაშვილმა აღნიშნავს არსებობს ეჭვი კარიერულგარიგებასთანდავზრებით.

მისივე თქმით, საკითხთან დაკავშირებით დისკუსია უკვე გახსნილია, მათი ოპონენტები კი, საზოგადოების ინტერესების დაცვის ნაცვლად, მაღალი ფასების გვერდით დგანან.

"დისკუსია გაიხსნა. თავდაპირველად, ვნახეთ რადიკალების მხრიდან მცდელობები, მაღალი ფასების მხარეს დამდგარიყვნენ, იმის ნაცვლად, რომ ამ ჯერზე მაინც, ჩვენი საზოგადოების ინტერესები დაეყენებინათ წინა პლანზე.

ვნახეთ, მსჯელობის გარკვეული ეტაპი, როდესაც ყველა თანხმდება, რომ სასურსათო პროდუქტზე ფასები  არის შეუსაბამოდ მაღალი, თუ შევადარებთ იმ ქვეყნებს, საიდანაც ხდება მისი იმპორტი. ახლა მნიშვნელოვანია, ყველამ ვიმსჯელოთ რასთან გვაქვს საქმე, არის ეს ბუნებრივი პროცესი, თუ არის გარკვეული კარტელური გარიგებები მოთამაშეებს შორის.

კიდევ ერთხელ შემოვიდა თემა თავისუფალი ბაზრის შესახებ, რომ ბაზარი ყველაფერს არეგულირებს. რა თქმა უნდა, ბაზარი ყველაფერს ვერ არეგულირებს და სწორედ ეს არის საბაზრო ეკონომიკის გარკვეული დეფექტები, რომელსაც სჭირდება ზოგჯერ, რეგულაციებით მოწესრიგება, ზოგჯერ აღსრულების პროცესით რეგულაცია და ა.შ.", - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

 

დღის ამბები