13 აგვისტო 2026,   23:47
ვრცლად
სანქცირების რეჟიმშიც კი გადავიდა აშშ იმ ცენზორების მიმართ, რომლებიც ცდილობენ სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების თვალსაზრისით საკუთარი დღის წესრიგი შეიტანონ მსოფლიო პოლიტიკაში - დავით მათიკაშვილი

ამერიკული სანქციები ევროპელ ჩინოსნებს ცენზურისა და სიტყვის თავისუფლების ჩახშობის გამო - შეერთებული შტატები ქვეყანაში შესვლას უკრძალავს ყოფილ ევროკომისარს, ტიერი ბრეტონს და ევროპის არასამთავრობო ორგანიზაციების კიდევ ოთხ წარმომადგენელს.

მათ ტრამპის ადმინისტრაცია ამერიკული პლატფორმების ცენზურასა და მათთვის მიუღებელი მოსაზრებების ჩახშობის მიზნით ორგანიზებულ ქმედებებში ადანაშაულებს.

ვაშინგტონის გადაწყვეტილება დაგმეს პარიზში. საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა თქვა, რომ არ დაუშვებენ, მათი ციფრული სივრცის მარეგულირებელი წესები სხვებმა დაადგინონ.

პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, დავით მათიკაშვილის განცხადებით, სანქცირების რეჟიმშიც კი გადავიდა შეერთებული შტატები იმ ცენზორების მიმართ, რომლებიც ცდილობენ სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების თვალსაზრისით, საკუთარი დღის წესრიგი შეიტანონ მსოფლიო პოლიტიკაში

"დღეს, ჩვენ უკვე ვხედავთ მოცემულობას, როდესაც სანქცირების რეჟიმშიც კი გადავიდა შეერთებული შტატები იმ ცენზორების მიმართ, რომლებიც ცდილობენ სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების თვალსაზრისით, საკუთარი დღის წესრიგი შეიტანონ მსოფლიო პოლიტიკაში, შეერთებული შტატების პოლიტიკაში. მარკო რუბიომ ჩათვალა, რომ ამ პირების შესვლა შეერთებულ შტატებში იქნება საფრთხე აშშ-ს საგარეო პოლიტიკისთვის. ეს არის ხაზგასმა და კიდევ ერთი დასტური იმის, რომ სამწუხაროდ, ევროკავშირის მხრიდან ანტიდემოკრატიული ხაზი კვლავ გრძელდება, მათ შორის, სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების მიმართ", - განაცხადა დავით მათიკაშვილმა.

დღის ამბები