"ოკუპირებული აფხაზეთი - კულტურული მემკვიდრეობა და საინფორმაციო გამოწვევები" - ამ სახელწოდების ორდღიან სამეცნიერო კონფერენციას საქართველოს საპატრიარქომ უმასპინძლა.
შეკრებილებს სიტყვით მიმართეს მეუფე შიომ, აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარემ, საქართველოს განათლების მინისტრმა, თბილისის სასულიერო აკადემია-სემინარიის რექტორმა.
ღონისძიებას ესწრებოდნენ უნივერსიტეტების ხელმძღვანელები, სხვადასხვა სამინისტროების წარმომადგენლები, მეცნიერები, პროფესორ-მასწავლებლები და სტუდენტები. კონფერენცია ილია II-ის აღსაყდრებისა და მისი დაბადების წლისთავს მიეძღვნა.