05 აგვისტო 2026,   18:33
ვრცლად
"გრიგოლ ლილუაშვილი თავს დამნაშავედ არ ცნობს" - სუს-ის ყოფილი ხელმძღვანელის ადვოკატი

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ყოფილი უფროსის, გრიგოლ ლილუაშვილის ადვოკატი რობერტ გრიგალაშვილი აცხადებს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფი თავს დამნაშავედ არ გრძნობს.

"ბრალდება წარგვედგინა. აღნიშნულ ბრალდებაში ბატონი გრიგოლი თავს დამნაშავედ არ ცნობს. სისხლის სამართლის საქმის მასალებს არე ვიცნობთ, ამას დასჭირდება გარკვეული დრო და ჯერ არ გადმოგვცემია. რომ გადმოგვცემია და შევისწავლით, რა თქმა უნდა გვექნება ჩვენი მოსაზრება. სასამართლოზე დავაყენებთ მისი აღკვეთის ღონისძიების გარეშე დატოვებას," - აღნიშნა ადვოკატმა.

სუს-ის ყოფილი ხელმძღვანელისთვის აღმკვეთის ღონისძიების საკითხს, სასამართლო, სავარაუდოდ, დღეს გადაწყვეტს. გრიგოლ ლილუაშვილს ქრთამის აღებაში ადანაშაულებენ. საუბარია 4 კონკრეტულ ეპიზოდზე. გამოძიების მტკიცებით, თითოეულ შემთხვევაში თანხა მილიონზე ნაკლები არ იყო. უსაფრთხოების სამსახურის ყოფილ პირველ პირს, რომელიც გუშინ დააკავეს, ბრალი ოფიციალურად დღის ბოლოს, ზაჰესის წინასწარი მოთავსების იზოლატორში წარედგინა. ადვოკატის ინფორმაციით, მისი დაცვის ქვეშ მყოფი თავს დამნაშავედ არ მიიჩნევს.

დღის ამბები