დღეს, ახალგაზრდა მასწავლებლის, გიგა ავალიანის გარდაცვალების საქმის არსებითი განხილვა გაიმართა. ავალიანის საქმეზე სისხლის სამართლებრივ პასუხისგებაში მიცემულია 4 პირი. ერთს ბრალად ედება ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება, რამაც გამოიწვია სიცოცხლის მოსპობა, ხოლო 3-ს დანაშაულის შეუტყობინებლობა.
"ვიცავ ერთ-ერთი არასრულწლოვანის ინტერესებს, რომელსაც ბრალი აქვს წარდგენილი დანაშაულის შეუტყობინებლობისათვის. სასამართლო განხილვა დაწყებულია და საწყის ეტაპზეა აღნიშნული საქმის განხილვა, მიმდინარეობს მტკიცებულებათა გამოკვლევა. ამ ეტაპზე, ვერ გავახმაურებ მის პოზიციებს - გასათვალისწინებელია მისი ასაკი და ინტერესები", - აცხადებს ადვოკატი კახა წერეთელი.
შეგახსენებთ, რომ გიგა ავალიანს ფიზიკურად პირველ ოქტომბერს გაუსწორდნენ, რამდენიმე დღეში კი მიღებული დაზიანებებით ის კლინიკაში გარდაიცვალა.