20 ივნისი 2026,   15:49
ვრცლად
დონალდ ტრამპი: "მე ვუჩივლებ BBC-ის. მათ ხელოვნური ინტელექტი გამოიყენეს და საშინელი სიტყვები ჩამიდეს, რომელიც არ მითქვამს"

აშშ-ის პრეზიდენტი კიდევ ერთხელაცხადებს, რომ ის უჩივლებს BBC-ის, რადგან მათ "საშინელი სიტყვები ჩაუდეს" ხელოვნური ინტელექტის გამოყენებით, რომელიც სინამდვილეში არ უთქვამს. ტრამპის განცხადებას და ვიდეოს მედია ავრცელებს.

"მე ვუჩივლებ BBC-ის იმის გამო, რომ მათ პირდაპირი გაგებით ჩემს პირს დაადეს სიტყვები,  რომელიც მე არ მითქვამს... ვფიქრობ, მათ ხელოვნური ინტელექტი გამოიყენეს ან რაღაც მსგავსი... მათ სინამდვილეში საშინელი სიტყვები ჩამიდეს პირში, რომელიც 6 იანვარს უკავშირდება და რომელიც მე არ მითქვამს", - განაცხადა ტრამპმა.

დღის ამბები