აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარე გიორგი ჯინჭარაძე, აფხაზეთის ჯანდაცვის მინისტრთან ერთად, წყალტუბოში იმყოფებოდა, სადაც აფხაზეთიდან დევნილი ვეტერანების ფსიქოსოციალური და ფიზიკური რეაბილიტაციის მხარდამჭერი პროგრამის ბენეფიციარებს შეხვდა. ისაუბრეს დევნილი ვეტერანების ხელშეწყობის გაძლიერებასა და სამომავლო გეგმებზე.
დევნილ ვეტერანთა მხარდაჭერის პროგრამა 2025 წლიდან ხორციელდება, რომლის ფარგლებშიც, დევნილ ბენეფიციარებს ფიზიკური რეაბილიტაციის კურსები და პროფესიული კონსულტაციები უტარდებათ.