თხოთის მთაზე, იქ, საიდანაც 1700 წლის წინ დაიწყო საქართველოს გაქრისტიანების პროცესი, საზეიმო ლოცვითი მსვლელობა სიმბოლურად დასრულდა, რომელიც მიტროპოლიტ ანდრია გვაზავას ლოცვა-კურთხევით სასულიერო და სამოქალაქო პირებმა გაიარეს.
მსვლელობა ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების 1700 წლისთავთან დაკავშირებით მიმდინარე ღონისძიების ფარგლებში გაიმართა.