აშშ-ის სპეციალური წარმომადგენელი, სტივ უიტკოფი ჟენევაში ღამით ჩავიდა,- ამის შესახებ ინფორმაცია CBS News-ს დაუდასტურეს.
მედიის ცნობით, აშშ-სა და ირანს შორის მოლაპარაკებები, ჟენევაში სავარაუდოდ, უახლოეს დღეებში გაიმართება, რადგან ორივე ქვეყანა ურთიერთგაგების მემორანდუმის ხელმოწერის შემდეგ სამშვიდობო შეთანხმებაზე მუშაობს.
ამერიკული მედია იუწყება, რომ კატარის პრემიერ-მინისტრი შეიხ მოჰამედ ბინ აბდულრაჰმან ბინ ჯასიმ ალ-თანი პარასკევს შვეიცარიაში ჩავიდა. გაურკვეველია, გაემგზავრება თუ არა ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი აბას არაღჩი ჟენევაში.
შვეიცარიამ ტელეარხ CBS News-ს განუცხადა, რომ ქვეყანაში "ამჟამად სხვადასხვა ქვეყნის დიპლომატები იმყოფებიან".