ისრაელსა და ჰეზბოლას შორის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებიდან რამდენიმე საათში, სამხრეთ ლიბანი ისევ დაიბომბა.
ადგილობრივი მედიის ცნობით, ისრაელის საჰაერო თავდასხმას სულ მცირე ხუთი ადამიანი ემსხვერპლა. ლიბანში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება ძალაში გუშინ, დაახლოებით საღამოს 4 საათზე შევიდა.
ჰეზბოლას ორმა წყარომ და ისრაელის ერთმა მაღალჩინოსანმა "როიტერს" დაუდასტურეს, რომ ორმხრივი შეთანხმება ამოქმედებულია, თუმცა ამის მიუხედავად დრონების შეტევა სამხრეთ ლიბანში, ნაბატიეს რაიონში ღამით ისევ დაიწყო და თავდასხმა დილამდე გაგრძელდა.
გამთენიისას ნაბატიესა და მის შემოგარენს ცეცხლი ისრაელის არტილერიამაც გაუხსნა. განადგურებულია საცხოვრებელი შენობები.