20 ივნისი 2026,   18:53
ვრცლად
ტრამპმა კატარის მიერ ნაჩუქარი 400 მილიონი დოლარის ღირებულების ახალი Air Force One-ი წარადგინა

პრეზიდენტმა ტრამპმა წარადგინა Boeing 747-8-ი, რომელიც ახალი საპრეზიდენტო თვითმფრინავი, Air Force One-ი გახდება. ინფორმაციას cbsnews-ი ავრცელებს.

400 მილიონი დოლარის ღირებულების თვითმფრინავის წარდგენა პირველად მოხდა, ის შეერთებულმა შტატებმა გასულ წელს, კატარის მთავრობისგან საჩუქრად მიიღო.

თვითმფრინავის წარდგენა ენდრიუსის გაერთიანებული სამხედრო ბაზის ანგარში მოხდა. პრეზიდენტი ტრამპი თვითმფრინავიდან ჩამოსვლის შემდეგ, საჰაერო ძალების ოფიციალურ პირებს და შეკრებილ სამხედრო მოსამსახურეებს მიესალმა და სიტყვით მიმართა.

"ეს აღარასდროს განმეორდება. ეს სრულიად უნიკალური შემთხვევაა. ეს თვითმფრინავი მსოფლიოში ყველაზე მდიდრულად ითვლება. როდესაც ის აშენდა, მშენებლობის დონე ისეთი მაღალი იყო, რომ, სავარაუდოდ, ის აღარასდროს განმეორდება" - განაცხადა პრეზიდენტმა.

დღის ამბები