20 ივნისი 2026,   18:48
ვრცლად
"ქართულის" ფარგლებში რუსთავის საკრებულოს თავმჯდომარემ ქართული დიასპორის ანსამბლები ეროვნული კულტურის პოპულარიზაციაში შეტანილი წვლილისთვის სპეციალური პრიზებით დააჯილდოვა

რუსთავის საკრებულოს თავმჯდომარე მამუკა რეხვიაშვილმა, კონკურს-ფესტივალის "ქართულის" ფარგლებში ქართული დიასპორის წარმომადგელი ანსამბლები დააჯილდოვა.

მამუკა რეხვიაშვილმა ქორეოგრაფიული ანსამბლების სამხატვრო ხელძღვანელებს ქვეყნის საზღვრებს გარეთ, ქართული კულტურის პოპულარიზაციაში შეტანილი უდიდესი წვლილისთვის მადლობა გადაუხადა და საკრებულოს თავმჯდომარის სპეციალური პრიზები გადასცა.

"საოცარი სანახაობა მოაწყეს სცენაზე ქართული დიასპორის წარმომადგენლებმა, რომლებსაც ჩვენი უდიდესი პატივისცემის ნიშნად, სპეციალურად, მათთვის შექმნილი თემატური პრიზები გადავეცით.
კიდევ ერთხელ, განსაკუთრებული მადლობა მათ იმ მნიშვნელოვანი საქმიანობისთვის, რომელსაც ჩვენი ქვეყნის საზღვრებს გარეთ, ქართული კულტურის პოპულარიზაციისთვის ახორციელებენ,” - განაცხადა რუსთავის საკრებულოს თავმჯდომარე მამუკა რეხვიაშვილმა.

წელს პირველად, კონკურს-ფესტივალ "ქართულში” მონაწილეობა გერმანიაში, საბერძნეთსა და შევედეთში მოქმედმა ქორეოგრაფიულმა ანსამბლებმა მიიღეს.

ღონისძიებას საკრებულოს დეპუტატები, ქალაქის მერი ნინო ლაცაბიძე, საქართველოს პარლამენტში რუსთავის დელეგატი ირაკლი შატაკიშვილი და რუსთავთან დამეგობრებული ქალაქის - ინეგოლის დელეგაციის წევრები ესწრებოდნენ.

"ქართული 2026" – 20 ივნისს, "ქართული ხმების" კონცერტით და დაჯილდოების ცერემონიალით დაიხურება.

დღის ამბები